პარიზში 9 კაცი დაშავდა გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განუცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფერ კასტანერმა ჟურნალისტებს. ხანძრის ჩასაქრობად აფეთქების ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა გაეშურა. დაშავებულებთა ევაკუაციისათვის ხელისუფლებამ შვეულმფრენების გამოყენების ბრძანება გასცა. იუწყებიან, რომ რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.