გარდაიცვალა ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი
მისი ნამუშევრები 13-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და სამჯერ ამ პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა.
ლეგრანი ცნობილი გახდა თავისი მუსიკით ფილმისთვის „შერბურის ქოლგები“, კატრინ დენევის მონაწილეობით, რომელსაც 1964 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ოქროს პალმის რტო“ ერგო.