ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
ლევან ჩხაიძე ქაშუეთის ეკლესიიდან 27 იანვარს, 15:00 საათზე გამოასვენეს. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.