მამუკა მდინარაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე პოზიციის დაფიქსირებას ჯერ მოვერიდები
„მე ამ წერილს აუცილებლად გავეცნობი. ზოგადად ვიცი, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული თემა, როდესაც გარდაცვლილ ადამიანზეა საუბარი. ყოველთვის ძალიან უხერხულია ასეთ თემებზე საუბარი. თუმცა, არის გარკვეული საგამოძიებო თემები, რომლის დეტალებზე წვდომაც არ გვაქვს ხოლმე და ამ დეტალებზე მასობრივი საშუალებებით საუბარი შეიძლება არ იყოს სწორი. მე მოვერიდებოდი ამაზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, ვიდრე კარგად არ გავეცნობი იმ მოთხოვნას, რაც წერილში აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ 6 თებერვალს პარლამენტის 150-ვე დეპუტატს წერილი გაუგზავნა. იგი ითხოვს მისი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.