მოსკოვში მიმდინარეობს მოლაპარაკებები თალიბებსა და ჰამიდ კარზაის დელეგაციებს შორის
ზოგიერთი მიმომხილველი მოლაპარაკებებს უწოდებს „შიდაავღანურ“ სამშვიდობო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ მონაწილეობენ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები. თალიბებისა და კარზაის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გააკრიტიკა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ოფისმა. ამასობაში ძალას იკრებს არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ დოჰაში ფართო მასშტაბის მოლაპარაკებები. თუმცა თალიბები წინააღმდეგი არიან ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 თებერვალს სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში ამ მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა და ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების თაობაზე.
6 თებერვალს თალიბანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დოჰაში მოლაპარაკებებზე დათანხმდა, აპრილის ბოლომდე თავისი ჯარების ნახევარი გაიყვანოს ავღანეთიდან.