ლევან გოგიჩაიშვილი: ჩემ გადაწყვეტილებას ვიტყვი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი
"მე მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც "ქართული ოცნება" დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგოროულად, უთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ "ნაციონალური მოძრაობა". ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.