ატოცში სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თანახმად, ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთში, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის სპეციალური კარავია განთავსებული.
ქარელის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ადგილზე სპეციალური ავზებით წყალი მიიტანა და სრულ მზადყოფნაშია ხანძრის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდება. დე ფაქტო ხელისუფლების სახანძრო -სამაშველო სამსახურები ხანძრის კერის ადგილზე ჯერ არ მისულან.
იმ კარვის გარშემო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის დამონტაჟებული, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას აპირებენ.