რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან, სავარაუდოდ, სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ
ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, 6 თებერვალს სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტერიტორიაზე მიტანილია რკინის ჯიხური და დამონტაჟებულია ასევე რკინის კონსტრუქცია. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე რუსი სამხედრო პირია.