იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ და ქუთაისის ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს
უცნობია მათი გადაწყვეტილების მიზეზი.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გიორგი იობაშვილი მერის მესამე მოადგილედ, 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან გრიგოლ დალაქიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობებს.