8 თებერვალს პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს
ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.
“მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.