ლონდონი 650 ათასი დოლარის გადახდას აკისრებს მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს
მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი 9 წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის სამშობლოში მას შემდეგ, რაც 2016 წელს სასამართლომ იგი დამანაშავედ სცნო ქვეყნის ბანკებიდან ერთი მილიარდი დოლარის დაკარგავში იმ დროს, როდესაც ფილატი მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იყო. დაკარგული თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
22 წლის ლუკა ფილატი, რომელიც ლონდონში სასწავლებლად 2016 წელს გაემგზავრა, გულმოდგინე თვალთვალის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც იგი დიდძალ ფულს ხარჯავდა ფუფუნების საგნებსა და მომსახურებაში, მის საკუთრებაში აღმოჩნდა ასევე 259 ათას დოლარად შეძენილი ავტომანქანა „ბენტლი“.