გამოცხადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი
სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.
მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის მსურველებმა განაცხადები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ.