ეგორ კოჩიევი: კოშკურა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს არის სადამკვირვებლო პუნქტი
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მისი განმარტებით, ოსური მხარის მიერ დაყენებული ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ „დეზინფორმაციას“:
"დეზინფორმაციაა, მაგალითად, ადამიანების გატაცება, ის თითქოს ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა, თითქოს ვშიმშილობთ,“- განაცხადა კოჩიევმა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კი არ იტაცებენ, „სახელმწიფო“ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების 11 შემთხვევას ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 21 ადამიანი იყო გატაცებული.