ნატო თავის საზღვრებთან მოელის უფრო მეტი რუსული რაკეტის გამოჩენას
„თუ რუსეთი არ დაიცავს შეთანხმება, მაშინ, ცხადია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ დაგეგმვა სიტუაციისა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების გარეშე და უფრო მეტი რუსული რაკეტის პირობებში. ძალიან ნაადრევია ამ პროცესის შედეგის განჭვრეტა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი დააკვირდება სიტუაციას, იმოქმედებს თვადაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ აპირებს განათავსოს ევროპაში მიწისზედა ბაზირების ახალ ბირთვულ რაკეტებს.
ვაშინგტონმა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.
ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებასა და განთავსებას.