ბორჯღალოსნებმა სტუმრად დაამარცხეს ბელგიის ნაკრები - 46:6
ბორჯღალოსნებმა ჯერ კიდევ შესვენებამდე გაინაღდეს პრემიალური ქულა, ოთხი ლელოს გატანით. მეორე ტაიმში კი კიდევ ოთხჯერ შეიტანეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში.
მორიგ თამაშს საქართველოს ნაკრები 10 მარტს, ქუთაისში ჩაატარებს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ბოლო ტურის შეხვედრას კი 17 მარტს გამართავს, კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან.