ტაჯიკი აქტივისტით თქმით, მისგან ითხოვენ პრეზიდენტ რაჰმონის ვაჟის მხარდაჭერას
რაჰმონი 1992 წლიდან მართავს ტაჯიკეთს. იგი ავიწროებს დისიდენტებს და ახორციელებს ოპონენტების სამართლებრივ დევნას.
ტაჯიკეთში ბევრი მიიჩნევს, რომ რაჰმონმა შესაძლოა თავის მემკვიდრედ დაასახელოს თავისი 31 წლის ვაჟი, რომელიც 29 წლის ასაკში დაინიშნა დუშანბეს მერად.
66 წლის რაჰმონს არ გამოუცხადებია, მიიღებს თუ არა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. არ არსებობს ოფიციალური ცნობა არც იმაზე, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას მისი ვაჟი.