სტამბულში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სარვამარტო მსვლელობის დასაშლელად
ათასობით ადამიანი, მეტწილად ქალები, შეიკრიბნენ ქალაქის მთავარ საფეხმავლო ქუჩის მახლობლად, რომელიც პოლიციის თქმით სანქცირებული იყო.
ისტიკლიალის ქუჩის წინ პოლიციამ გზა ჩახერგა და რამდენიმე სროლა განახორციელა ცრემლსადენი ტყვიებით, რათა დემონსტრანტები გაეფანტა.
მანამდე ასობით ადამიანმა სტამბულში გააპროტესტა სირიის ციხეებში ქალებისა და ბავშვების ყოფნა.