თურქეთი ოქტომბრიდან შეუდგება რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის გაშლას
მანამდე აშშ-მა არაერთხელ გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, არ უნდა შეიძინოს რუსეთის წარმოებული სარაკეტო კომპლექსი.
5 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ გააფრთხილა ანკარა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებებს საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე, მაშინ ვაშინგტონი გადახედავს წინადადებას, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას აძლევს იყიდოს ამერიკული F-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები.