მამუკა ბახტაძე: გამოძიება არ დუმს ფარულ ჩანაწერებზე
„პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელება ძალიან მძიმე დანაშაულია, რისი გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი დანაშაულის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური დანაშაულია, რომელიც ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი გამოწვევად რჩება.