31 მარტს საქართველო ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით:
ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა გამოსცემს მისი სახელობის მარკას;
განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დაააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას;
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც გამოიფინება მისი ნაშრომები, ფოტოები და წიგნები;
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრიქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი,
საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღიონისძიებები.