ვენაში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრა
დახურულ კარს მიღმა სულ მცირე სამსაათიანი საუბრის დასრულებისთანავე არც ერთ ლიდერს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას თავდაპირველად ესწრებოდნენ აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის, ე.წ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები. ამის შემდეგ ნიკოლა ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
მოსალოდნელია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი კომენტარს გააკეთებს დღის ბოლოს, ავსტრიაში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მანამდე ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.