ევროკავშირი რუმინეთს აკრიტიკებს კანონის უზენაესობიდან გადახვევისთვის
რუმინეთში, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარე ქვეყანაა, კოვეშის 28 მარტს ბრალი წაუყენეს კორუფციაში და აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.
ლაურა კოვეში ანტიკორუფციულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში ყველაზე უფრო კორუმპირებულად მიჩნეულ ქვეყანაში, ვიდრე შარშან რუმინეთის მემარცხენე მთავრობამ იგი არ გადააყენა თანამდებობით ბოროტად სარგებლობისათვის.
ხელისუფლების კრიტიკოსების თქმით მისი განთავისუფლება გამოიწვია კოვეშის მიერ სარეკორდო რაოდენობით მინისტრების და გავლენიანი პოლიტიკოსების, მათ შორის მმართველი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერის, ლივის დრაგნეას დადანაშაულებამ კორუფციაში.