სპორტის საერთაშორისო დღე „თეთრი ბარათის“ კამპანიით აღინიშნება
ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტი“ საქართველოს მიმდინარე „თეთრი ბარათის“ კამპანიას აფასებს და თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ კამპანია საქართველოში ქვეყანაში ორიგინალურად მიმდინარეობს -წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წყალქვეშ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
საქართველო ამ კამპანიას 2 აპრილიდან შეუერთდა. მასში ჩაერთნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ლეგიონერები. სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება.
ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, ვაკის პარკში, დილიდან სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები იმართება.