საოკუპაციო ძალები ჯერ არ დაკავშირებიან შამგონაში დაკავებულის ოჯახს
შემთხვევა 5 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათამდე მოხდა. როგორც იანურ როსტობაია ამბობს, გალის რაიონში ნათესავები ჰყავს, რომლებიც შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ ე.წ. მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი შვილი.
„მე დამირეკეს ნათესავებმა და მითხრეს რაც ნახეს. უკითხავთ რატომ დააკავეთო და "საზღვარი დაარღვიაო" უთქვამთ. ჯერ არავინ დამკავშირებია და ვნახოთ“, - ამბობს იანურ როსტობაია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
დაკავებულის ოჯახში იმყოფებოდა ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად.