ნაიჯელ ფარაჟი აცხადებს, რომ „ბრექსიტის პარტია“ მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის არჩევნებში
2016 წელს ნაიჯელ ფარაჟი იყო გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი და აქტიურად უწევდა აგიტაციას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას 2016 წლის რეფერენდუმის წინ. ბრექსიტის მომხრეების გამარჯვების შემდეგ ფარაჟმა განაცხადა, რომ ძირითადი პოლიტიკური მიზანი მიღწეული და სურს „ცხოვრებას დაუბრუნდეს“.
ახალი, „ბრექსიტის პარტიის“ შექმნის შესახებ ფარაჟმა განაცხადა თებერვალში. მას შეურთდა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ადრე გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის წევრები იყვნენ.