ესპანეთში ვადამდელი არჩევნებია. პირველობას მმართველ სოციალისტურ პარტიას უწინასწარმეტყველებენ
პარლამენტში გასვლის შანსები აქვთ ასევე ცენტრისტულ პარტიას „მოქალაქეები“ და მემარცხენე ძალების კოალიციას. არჩევნების წინ განსაკუთრებით გაიზარდა ულტრამემარჯვენე პარტია „ვოკსის“ პოპულარობა, რომელმაც შესაძლოა 32 მანდატი მიიღოს.
27 აპრილის კენჭისყრის შედეგად ესპანეთში აირჩევენ კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს. საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობს ესპანეთის დაახლოებით 37 მილიონი, რომელთაგან დაახლოებით 2 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს.