სერბეთში 21-ე ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა
თავდაპირველად საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა მემარცხენე ოპოზიციური პარტიის ლიდერ ბორკო სტეპანოვიჩზე განხორციელებული თავდასხმა. უკმაყოფილო ადამიანები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.
მოგვიანებით მათ მოთხოვნებს დაემატა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა და საზოგადოებრივი ტელე და რადიო მაუწყებლობის მიერ დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკის გატარება.
აპრილის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია ანტისამთავრობო გამოსვლების, რომელთა ლიდერს უწოდა „ფაშისტები, ხულიგნები და ქურდები.“
ერთ-ერთი ბოლო აქციის დროს, დემონსტრანტები შეიჭრნენ ტელეკომპანია „ტვ პინკის“ შენობაში, რომელსაც ოპონენტები ხელისუფლების მთავარ რუპორს უწოდებენ.