სინედოკი“ იწყება
8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი დოკუმენტური კინოს საერთაშორისოფესტივალს, „სინედოკს“, უმასპინძლებს. გიორგი გვახარიას სტუმარიაკინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელიც ფესტივალის პროგრამებში ჩართულიზოგიერთი ფილმის შესახებ გვიამბობს. ფესტივალის სლოგანია „დააკავშირეფიქრები“, რაც იმას ნიშნავს, რომ „სინედოკის“ ფილმები, პირველ რიგში,ფიქრს, დისკუსიებს უნდა უწყობდეს ხელს განსხვავებულ თემებზე, მით უმეტეს,რომ პროგრამა თემატურადაა დაყოფილი სექციებად. ფესტივალზე წარმოდგენილფილმებში საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ქალთა თანასწორობა,გარემოს დაცვა, კონფლიქტები, სიყვარული და რწმენა.
წლევანდელი „სინედოკის“ სტუმარი ქვეყანაა უნგრეთი, რომელიც გამორჩეულიპროგრამით იქნება წარმოდგენილი. ფილმებს კინოთეატრ „ამირანსა“ დაეროვნული არქივის კინოთეატრში უჩვენებენ.