ჩრდილოეთმა კორეამ ორი სავარაუდო რაკეტა გატყორცნა აღმოსავლეთის მიმართულებით
ერთ კვირა არ არის გასული მას მერე, რაც კიმ ჩენ ინი, ამ ქვეყნის ლიდერი დაესწრო რაკეტების ჯგუფის გამოცდას.
სამხრეთი კორეის არმიის ვარაუდით, 9 მაისს, საქმე ეხებოდა მცირე რადიუსის რაკეტას. ცნობით, ერთმა ობიექტმა 420 კილომეტრი იფრინა, მეორემ - 270.
ფხენიანის არმიის თანახმად, ინციდენტის დეტალების შესწავლა ხდება აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან ერთად. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანახმად, რაკეტები გაშვებული იქნა 9 მაისს, ადგილობრივი დროტით, 16:30 საათზე, სავარაუდოდ, საშუალო სიშორის რაკეტების ბაზიდან, რომელიც განთავსებულია ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთში, ოკეანის სანაპიროზე.
კორეის ნახევარკუნძულზე შეშფოთება მოჰყვა 4 მაისს რაკეტების გამოცდას. 8 მაისს ჩრდილოეთმა კორეამ უარყო აშშ-ის და სამხრეთ კორეის კრიტიკა და განაცხადა, რომ რაკეტების გამოცდა იყო „რეგულარული თავდაცვითი“ წვრთნის ნაწილი.
ჰანოიში აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის სამიტი, რომელსაც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან განთავისუფლების მცდელობის პროცესის განვითარება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, აშშ-ის პრეზიდენტსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა.