Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

“უკვდავ პოლკს” ბათუმში ორი აქციით დახვდნენ

საქართველოს „უკვდავი პოლკის“ მიერ ორგანიზებული აქცია დილიდანვე დაიწყო ბათუმში, გმირთა ხეივანში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. დემონსტრანტები, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და ომის ვეტერანების ფოტოებით, აგრეთვე „უკვდავი პოლკის“ დროშებით ხელში, ის იყო ქალაქის ქუჩებში  უნდა გასულიყვნენ, რომ მათ ადგილზე მისული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.


გმირთა მოედანზე მობილიზებულმა პოლიციამ დაპირისპირება აღკვეთა. სამართალდამცველებმა ორ რიგად შეკრეს ცოცხალი კორდონი, რომლის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხმაურითა და მოწოდებებით გამოდიოდნენ, მეორე მხარეს კი  „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებმა იმღერეს:


„არ გვჭირდება ჩვენ აქ სტალინურ-ლენინური და რუსული ოკუპაციის მარში... არ დავუშვებთ ამას... არა რუსულ ოკუპაციას! ოკუპანტები ხართ და დარჩით სახლში, თორემ დაგაჯენთ იქ, სადაც საჭიროა...“ - ისმოდა შეძახილები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა მხარეს.


„უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორებმა ბათუმის მერიას წინასწარ შეატყობინეს, რომ   9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გმირთა ხეივანში შეკრებას და შემდეგ მსვლელობას აპირებდნენ, ბათუმის მერიაში კი გააფრთხილეს, რომ არ გამოეყენებინათ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა. თავის მხრივ, აქციის ორგანიზატორებმა უსაფრთხოებისთვის პოლიციის მობილიზება ითხოვეს, რადგან წინა წლებში მსგავსი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლისა და პროვოკაციის მცდელობა ახსოვდათ, ამბობს საქართველოს სლავური ერების ნაციონალური კონგრესის თავმჯდომარე ლიკა ზახაროვა.




„თითოეულ ადამიანს თავისი აზრი აქვს. ჩვენ მარშრუტი შეთანხმებული გვქონდა. 9 მაისს ვზეიმობთ და არა რომელიმე სხვა დღესასწაულს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უადგილო იყო, რადგან ისინიც გამარჯვებულების შვილიშვილები არიან და ეს არის საერთო დღესასწაული, რომელიც დაგვრჩა. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური მოძრაობა. წელიწადში ერთხელ, 9 მაისს, ვიკრიბებით ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ყველას თავისი აზრი აქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა“, - განაცხადა ლიკა ზახაროვამ.


9 მაისის აღსანიშნავად „უკვდავი პოლკის“ აქციაზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ აქციაზე მოვიდნენ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად და დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად, ხოლო პროტესტის მიზეზით, რომელიც  „უკვდავი პოლკის“ რუსეთის პრეზიდენტთან კავშირის გამო არსებობს, ისინი არ დაინტერესებულან, რადგან მათ პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ.


„აქ შევიკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ გმირებისთვის პატივის მისაგებად. ჩემი ორივე  ბაბუა იბრძოდა იმ ომში და ამიტომაც ვდგავარ აქ. აპოლიტიკური ვარ“, - გვითხრა 23 წლის ბათუმელმა ანატოლი რიპალევმა.


თუმცა, მიუხედავდ იმისა, რომ „უკვდავი პოლკის“ ბათუმში გამართულ აქციაზე მისულთა ნაწილი ირწმუნებოდა, რომ   მათი მონაწილეობა აქციაში პოლიტიკას არ უკავშირდება, ბათუმში, გმირთა ხეივანში, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოეწყო. ამჯერად ბათუმელების ნაწილი შეიკრიბა იმისთვის, რომ  „უკვდავი პოლკის“, როგორც რუსული პროპაგანდის ნაწილის, წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატა:


„ეს არ არის ომში დაღუპულთა გახსენება, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, იმიტომ რომ „უკვდავი პოლკი“, კვლევის შედეგად, ფინანსდება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დაარსებული ფონდებიდან. ამ ფონდების ხელმძღვანელები კი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ოკუპაციას მიესალმებიან, თვლიან, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლეთისკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ განვითარდეს“, - თქვა ასლან ჭანიძემ.


სამოქალაქო აქციაზე შეკრებილები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას უკავშირდება, რაც წინა წლებში „უკვდავი პოლკის“ აქციებზე ნახეს. ახლა კი სწორედ იმის გადასამოწმებლად მოვიდნენ, ირღვევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა:


„ვფიქრობ, რომ მოქალაქეები უნდა იყვნენ კანონის სადარაჯოზე, ანუ ხალხის მიერ დაცულ სახელმწიფოზე ძლიერი არ შეიძლება სხვა სახელმწიფო არსებობდეს. ამიტომ მოქალაქეობრივად ჩვენ გვინდოდა, რომ კანონი არ დარღვეულიყო საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ გასული წლის ასეთ  აქციაზე კანონი დაირღვა და ჩვენთვის იყო მიუღებელი. დღევანდელ აქციაზე სიმბოლიკა არ გვინახავს და დანარჩენი გამოხატვის თავისუფლების ნაწილია“, - გვითხრა თორნიკე მჟავანაძემ.


თუმცა აზრს, რომ „უკვდავი პოლკის“ დემონსტრაცია  გამოხატვის თავისუფლებაა,  არ დაეთანხმნენ  სამოქალაქო აქციის სხვა მონაწილეეები. გმირთა ხეივანში, სადაც 9 აპრილისა და ჟიული შარტავას მემორიალები  არსებობს, პუტინის სახელთან დაკავშირებული მოძრაობის მარში მათთვის მიუღებელია:


„აქ მთავარი სიმბოლიკის გამოყენება კი არაა, არამედ ის, თუ რას ემსახურება თავად ეს მსვლელობა და მისი შინაარსი. ეს არის რუსული იდეოლოგიის მატარებელი, საბჭოთა კავშირის სინდრომით შეპყრობილი მსვლელობა, რომელიც წლიდან წლამდე ჩვენი უყურადღებობის გამო იკრებს ძალას. მათ აირჩიეს ადგილი, სადაც რუსული ნიჩბებითა და ტყვიებით დაღუპული ადამიანების მემორიალებია - 9 აპრილისა და ჟიული შარტავასი. მათ არ აინტერესებთ საქართველოს ისტორია, მათ მხოლოდ  იდეოლოგიის გატარება აინტერესებთ და ესაა მიზანი. დღეს კი ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა დათო ტრაპაიძემ.


ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება წელს პირველად არ გაიმართა ტრადიციულ ადგილას -  გმირთა ხეივანში. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სწორედ იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა ღონისძიება ერთმანეთთან არ გაიგივებულიყო, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან მიულოცეს.  

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России