უფასო ბიზნესინკუბატორი ახალი იდეებისთვის
თბილისში რამდენიმე „ფაბლაბია“, ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ბიზნესინკუბატორი, ახალი იდეების რეალიზებისთვის. მერიის დაქვემდებარებაში ორი ასეთი „ფაბლაბია“, სადაც მსურველებს უფასოდ შეუძლიათ გამოიყენონ ის დანადგარები, რომლებიც მათი ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო.