დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები ბრექსიტის შესახებ
ორშაბათს, 19 ივნისს, დაიწყო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომლითაც დასრულდება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, ე.წ. ბრექსიტი. ამ პროცესის მთავარი ბიძგი იყო ერთი წლის წინ გამართული სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც ბრიტანეთის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს კავშირის დატოვებას.