ჰომოფობიის შესახებ
ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან დაპირისპირების დროს განსაკუთრებული წინდახედულება გვმართებს. მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოსახლეობაში არსებული, არაინფორმირებულობით გამოწვეული, მავნე სტერეოტიპები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ამისათვის დაფიქრებული, ერთიანი და პრინციპული პოზიციის ქონაა საჭირო. სხვანაირად საფრთხის ქვეშ დავაყენებთ მთელი საზოგადოების მომავალს.