აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო და იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაღრმავდეს დესტაბილიზაცია, სახალხო კრება იღებს დადგენილებას, გადადგომის წინადადებით მიმართოს პრეზიდენტს.
დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. სულ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაში 27 დეპუტატი მონაწილეობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ილაპარაკა.
„მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს”, - თქვა რუდმა.
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის... Читать дальше...
როგორც იტყობინებიან, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ, მათი აზრით, უკრაინული ავიალაინერი, რომელმაც ირანში განიცადა კატასტროფა, ირანის რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
8 იანვარს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 ირანის დედაქალაქ თეირანში ჩამოვარდა აფრენიდან ცოტა ხანში.
ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე თეირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.
აშშ-ის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ, როგორც სატელიტური... Читать дальше...
ტოდ პრინცი
8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან კონფლიქტის დეესკალაციის შესახებ საგანგებო განცხადებით ერთგვარი დამამშვიდებელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს, რომელიც ძალზე შფოთავდა მოახლოებული დიდი შეიარაღებული კონფლიქტისა თუ, სულაც, ახალი მსოფლიო ომის თაობაზე გაკეთებული პირქუში პროგნოზების გამო, რაც საყოველთაო განხილვის საგანი იყო პენტაგონის საავიაციო დარტყმის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის, დაღუპვისა და საპასუხოდ თეირანის მხრიდან ერაყში განლაგებული ორი სამხედრო... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.
„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას", - წერს ზურაბიშვილი.
სოხუმში, სადაც ე.წ. უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაბათილების შესახებ, 9 იანვარს, დღისით დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია. Читать дальше...
Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გასულ წელს იეჰოვას მოწმეების „დევნა დრამატულად გაზარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
„ბინების ჩხრეკისა და სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, იეჰოვას 32 მოწმე ციხეში იმყოფება საკუთარი სარწმუნოების მშვიდობიანი აღსრულებისთვის“, წერს 9 იანვარს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, სულ მცირე, 313 ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება, იმყოფება... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძეს. მას ბრალად ედება წურწუმიასთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (ჯგუფურად) მიყენება, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. ბურძენიძისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი ბრალდება სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გულისხმობს. Читать дальше...
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„მინდა გამოვხატო ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ", - წერს პატრიარქი.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების"... Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური განცხადება გაავრცელა.
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაჯიმბა მოსახლეობას თხოვს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აყვნენ: „მე, როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა არ დავუშვათ სიტუაციის განვითარება სამართლებრივ ველს მიღმა. ამ არცთუ მარტივ ვითარებაში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. Читать дальше...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ გაურკვეველი დროით გადადო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი.
აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს განიხილავდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.
პროცესის გადადებამდე, სასამართლომ... Читать дальше...
საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად. მთელს ქვეყანაში შეწყვიტეს მუშაობა რკინიგზელებმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, ადვოკატებმა. სულ 9 იანვარს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია 200-ზე მეტი მანიფესტაცია. აქციები ტარდება პარიზში, მარსელში, ბორდოსა და ტულუზში. რამდენიმე ქალაქში მოხდა პოლიციასთან შეტაკება.
საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში დასაქმებულები შეინარჩუნებენ 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესაძლებლობას... Читать дальше...
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული პროცესები ოფიციალური თბილისის ყურადღების ცენტრშია და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.
„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანიდა მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“... Читать дальше...
თბილისის პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ზურაბ ფოფხაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა.
თავდაპირველად ფოფხაძისთვის წარდგენილი ბრალი ჯგუფურ დანაშაულს არ გულისხმობდა და წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ამჟამინდელი ბრალი წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (ჯგუფურად), რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. Читать дальше...
„გაზპრომმა“ უარი თქვა ფულადი კომპენსაციის თაობაზე პრეტენზიებზე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორიებზე გაზის მიწოდებისთვის. ამის შესახებ უკრაინის კომპანია „ნაფტოჰაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა.
2017 წელს „გაზპრომი“ სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის გაზის მიწოდებას მილიარდ დოლარზე მეტად აფასებდა. კომპანია კიევისგან ითხოვდა ამ თანხის გადახდას. მაგრამ 2018 წელს უკრაინამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგო დავა. Читать дальше...
5 წლამდე ასაკის ბავშვების 44 პროცენტს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6 % სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა - ასეთი შედეგი აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
„ვისაც აქვს, იმასაც მნიშვნელოვანია, რა ტიპის სათამაშოები აქვს. ძალიან ბევრი სათამაშო შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ბავშვის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს - ან უხარისხოა და ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი“... Читать дальше...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს და არსად დამალვას არ აპირებს.
„მე სოხუმში ვარ, სამუშაო ადგილას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შენობაში.“ მისი განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „მიმდინარე მოვლენების ლოკალიზაციისთვის“.
ხაჯიმბას ამ განცხადებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ სოხუმში ოპოზიციის პროტესტს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაცია კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს. Читать дальше...
უკრაინული მხარის განცხადებით, თეირანის მახლობლად 8 იანვარს მომხდარ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ (MAY)კუთვნილი “ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები სწავლობენ ყველა შესაძლო ვერსიას. მათ შორის არის რუსული წარმოების რაკეტის მოხვედრა.
ამ ვერსიას ანგარიშგასაწევად მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა ოთხშაბათს თეირანის აეროდრომის მახლობლად უკრაინული ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას. Читать дальше...
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურის დაწყებას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს.
„რატომ დაეტაკა მთავრობა მთლიანად მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყავდა? არ გვყავდა. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი. სწორიც კი არა, შეიძლება, მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი [მამუკა ხაზარაძის] პრობლემაა, რა თქმა უნდა. Читать дальше...
სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. იქ ამჟამად, მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები. აქციის მონაწილეები მომხრეებს მოუწოდებენ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას არაფერი დააზიანონ.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციაში არ იმყოფება. შენობის გარეთ ისმის შეძახილები - "ხაჯიმბა გადადექი!"
ამასობაში, აფხაზეთის... Читать дальше...
ირანმა სპეციალურად მოაწყო ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში ისე, რომ დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო. ამან თეირანს საშუალება მისცა, „სახე შეენარჩუნებინა“, კონფლიქტის მხარეებს კი თავიდან აეცილებინათ ომის პირამდე მისვლა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს აშშ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების თანახმად, თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ ირანი იერიშს აპირებდა იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. მონაცემები ერაყის დაზვერვიდან იქნა მიღებული. Читать дальше...
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ უკვე პროექტში, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. იგი ამბობს, რომ უსაფუძვლოა... Читать дальше...
ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა. Читать дальше...
მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების იმედი ჰქონდა, თუმცა რადგან რეალობას აცნობიერებს, ამაში დარწმუნებული არ ყოფილა. „საბოლოო ჯამში ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა“ , - აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა. მისი თქმით, დეკანოზთან საუბრის მთავარი თემა მისი ავადმყოფობა იყო. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა... Читать дальше...
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოში ეკონომიკის მოკრძალებული ზრდა არის მოსალოდნელი. ამ პროგნოზს ბანკი, რომელსაც ვაშინგტონში უდევს ბინა, აკეთებს მას შემდეგ, რაც მან თავის ძველ პროგნოზს კორექცია გაუკეთა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შესაძლო გამწვავების ფონზე. თავის წლიურ ანგარიშში, „გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივებში“, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2,5% იქნება, 2019 წლისთვის გაკეთებულ პროგნოზზე (2,4%) ოდნავ უფრო მეტად და 2020 წლის ძველ პროგნოზზე (2,6%) უფრო ნელა.
Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России
103news.com — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 103news.com — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 103news.com — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.
Новости от наших партнёров в Вашем городе
103news.com — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 103news.com.
Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.
103news.com — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.
Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.
Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.
103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.
Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.
103news.com — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.