სიღნაღის ორი სოფლის ბაღებში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.
„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კომპანია, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, მზად არის დაზიანებული ადგილები შეაკეთოს", - განაცხადა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს, ვიცე- მერის განცხადებით, ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მადონა ბატიაშვილი მომხდარს, სავარაუდოდ, სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.
„ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა და პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყეს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული", - განმარტავს მადონა ბატიაშვილმა.