ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის აფეთქების შედეგად
ბოლო დღეებში ქაბულში რამდენიმე სისხლისმღვრელი თავდასხმა მოეწყო მიუხედავად უსაფრთხოეობის გამკაცრებული ზომებისა, რომლებსაც მიმართავენ იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის მოახლოების გამო. ამ დღესასწაულით, რომელსაც ურაზა-ბაირამსა უწოდებენ, მუსლიმები აღნიშნავენ რამადანის მარხვის დასრულებას.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ავტობუსში ისხდნენ დამოუკიდებელი ადმინისტრაციული რეფორმისა და სამოქალაქო სამსახურის კომისიის თანამშრომლები.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.