ბილ კლინტონი კოსოვოს "თავისუფლების ორდენით" დააჯილდოვეს
კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი და სხვა უცხოელი ოფიციალური პირები პრიშტინაში ესწრებიან ცერემონიას, რომლითაც აღინიშნება კოსოვოში სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად ნატოს ჯარების ამოქმედების მე-20 წლისთავი.
ტაჩიმ კლინტონს უწოდა „კოსოვოს გმირი“ და მადლობა გადაუხადა მას კოსოვოს "თავისუფლებისათვის საფუძვლის ჩაყრაში" შეტანილი წვლილისათვის.
ნატოს 78-დღიანმა საჰაერო დარტყმებმა ბოლო მოუღო სერბებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის კონფლიქტს, რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.