მოსამართლე ლევან მურუსიძემ 20 ივნისს დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ გაათავისუფლა
"მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - განაცხადა განაჩენის გამოცხადებამდე ირაკლი ხვადაგიანმა.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს, ცოტნე ცხვედიანსა და იოსებ თხელიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 -21 ივნისს დაკავებული სულ11 პირის საქმე განიხილება. საქმეებს განიხილავენ მოსამართლეები ლევან მურუსიძე და შორენა ყავლაშვილი.