არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე
მისი შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება „რუსთავი2“-ის ძალადობრივი აღების მზადების შესახებ საპროტესტო აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობაა და არავითარი საფრთხე არც ერთ მედიას ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება.
არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას მონათხრობი არის „სრული აბსურდი და სიცრუე“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად გაგრძელება და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ“ - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.