პეტრო პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, საქართველოში წავიდნენ დასასვენებლად
პეტრო პოროშენკომ 24 ივნისს ფეისბუკით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ იმპერიალიზმს და ებრძვის ოკუპაციას.
„ახლა მოსკოვს კვლავ სურს ეკონომიკურად დაასუსტოს საქართველო, შეზღუდოს ავიამიმოსვლა და ამით საქართველოს ტურიზმის სექტორს დარტყმა მიაყენოს. უკრაინელებმა არ უნდა დატოვონ გასაჭირში ქართველი ძმები. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელებს, რომ დაისვენონ უკრაინაში, თუმცა მათ, ვინც აპირებს საზღვრებს გარეთ დაისვენონ, რეკომენდაციას ვუწევ, რომ საქართველოში წავიდნენ. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ამ პერიოდში გააიაფონ მოსაკრებლები უკრაინა-საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე“, - ამბობს პეტრო პოროშენკო ვიდეო მიმართვაში.