ლედი გაგა ქართველი დიზაინერის მხარდასაჭერად
აკა ფროდიაშვილი 2019 წელს Dazed-ის ასეულში მოხვდა. გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე გამბედავ ხელოვანებსა და აქტივისტებს უყრის თავს. გამოცემამ ქართველ დიზაინერზე ყურადღება ქვიარ აქტივიზმის გამო შეაჩერა, რაც მის კოლექციებში აისახება. აკა ფროდიაშვილმა სწორედ ქვიარ ადამიანებს, სიყვარულსა და თავისუფლებას მიუძღვნა ჩვენება 6 მაისს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.
ჟურნალი Dazed-ი ასევე წერს, რომ იმის მიუხედავად, ლედი გაგა წინასწარგანზრახვით უჭერს მხარს ახალგაზრდა ქართველ ქვიარ დიზაინერს თუ არა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს ხდება - როდესაც ქვეყანაში პირველი "თბილისი პრაიდი" გადაიდო რუსეთ-საქართველოს შორის გაზრდილი დაძაბულობისა და საქართველოს დედაქალაქში დაწყებული მასობრივი გამოსვლების ფონზე.