ირანის გარანტიების შემთხვევაში, ბრიტანეთი გაათავისუფლებს დაკავებულ ტანკერს
ამ წინადადებით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი, როცა ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს.
აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირს არ აქვს სანქციები დაწესებული ირანზე. თუმცა ევროკავშირის სანქციები 2011 წლიდან მოქმედებს ირანის მოკავშირის, სირიის წინააღმდეგ.
ტანკერი „Grace 1“ 4 ივლისს დააკავა ბრიტანეთის ფლოტის ხომალდმა გიბრალტარში, რომელიც ბრიტანეთის კუთვნილი ტერიტორიაა.