ბრიტანეთის ელჩის გაჟონილი ტექსტი: ტრამპმა ირანის ხელშეკრულებაზე უარი ობამას თანხმობის გამო თქვა
"ადმინისტრაცია დიპლომატიური ვანდალიზმის აქტის განხორციელებას შეუდგა, როგორც ჩანს იდეოლოგიური და პირადი მიზეზებით - ეს ობამას შეთანხმება იყო" - წერს დეროკი დიპლომატიურ შეტყობინებაში 2018 წლის მაისში, იმ მასალის თანახმად, რომლებიც 14 ივლისს გავრცელდა.
ეს წერილი ნაწილი იყო გაჟონილი დოკუმენტების მეორე პარტიისა, რომელსაც აქვეყნებს ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი Mail on Sunday. პირველი პარტიის დოკუმენტებში, რომლებიც მოიცავს 2017 წლიდან დღევანდელობამდე პერიოდს, დეროკი ამბობს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია "დიპლომატიურად ტლანქი და არაკომპეტენტურია" და სავარაუდოდ არ გაუმჯობესდება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პასუხად დეროკს "სულელი" და "გადარეული" უწოდა და თქვა, რომ ამიერიდან მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ ექნება.
დეროკმა რამდენიმე დღეში დატოვა პოსტი. 10 ივლისით დათარიღებულ წერილში ის ამბობს, რომ, მართალია, ამ თანამდებობაზე მას წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ "ამჟამინდელ ვითარებაში პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი იქნება ახალი ელჩის დანიშვნა".