Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

როგორ იღებდნენ „ოსკარზე“ წარდგენილ ფილმს აგვისტოს ომზე -  ინტერვიუ ფილმის სცენარისტ ირაკლი სოლომონაშვილთან

„ოსკარზე“ საქართველოდან დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.




დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი.


რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს ფილმის სცენარის ავტორთან, ირაკლი სოლომონაშვილთან.


რატომ აირჩიეთ სწორედ  შინდისის ბრძოლის ეპიზოდი სცენარის და შემდეგ უკვე ფილმის მთავად თემად და საერთოდ, როგორ გაჩნდა ამ ამბის ფილმად ქცევის იდეა?


„შინდისის“ გადაღების იდეა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს ეკუთვნის - მიზეზი კი, რატომაც აირჩა სწორედ ეს ამბავი ფილმის სიუჟეტად, მარტივია -  ამ ბრიგადის ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც შინდისის ბრძოლაში დაიღუპა, მისი მეგობარი იყო. თავიდან მან დოკუმენტური ფილმის მასალა გადაიღო, მერე მე დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ასე რომ, ამ მხატვრულ ფილმს წინ უსწრებდა სწორედ დოკუმენტური ფილმი ამ ამბავზე.  შემდეგ შემოგვემატა მინდია ესაძე, ვოვა კაჭარავა და მეც სცენარის წერა დავიწყე.




​ფილმის რეჟისორად დიტო ცინცაძის შერჩევა გუნდის გადაწყვეტილება იყო?


კი გუნდის. ცხადია, ვფიქრობდით რეჟისორის კანდიდატურებზე, ვინ გადაიღებდა ამ ფილმს. სცენარიც რამდენჯერმე გადავაკეთეთ. და ბოლოს დიტოზე შევჩერდით, ისიც დაგვთანხმდა და გადაღებები დავიწყეთ.


სცენარის წერა რთული იყო? მითუმეტეს ომზე, რომელიც ახლახანს მოხდა  და ბევრი რამ ჯერ კიდევ გასააზრებელია. თან ასეთ თემაზე წერას სულ ახლავს საფრთხე, რომ პათეტიკური და ყალბი არ გამოვიდეს.


მართლა რთული იყო  რეალურ ადამიანებზე და მათ რეალურ თავგადასავალზე წერა.  მათ უკან დგას ოჯახები თავისი ამბებით და ა.შ.  თან, ჩვენთვის ამ ომის შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული, თუმცა საქართველოს გარეთ, უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცის,  რომ ეს ომი საერთოდ მოხდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სუბიექტურობა დაგვერღვია,  რაც არ იყო ადვილი. არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა., მაგრამ რადგან ქართველები ვართ და  ჩვენთვის კი ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, ალბათ, მაინც რთულია რაღაც დოზით ეს სუბიექტურობა არ გაგეპაროს.


ყველაფერი რეალურია, რაც ფილმში ხდება თუ გამოგონილ მომენტებსაც ვნახავთ?


ფაქტობრივად ყვლაფერი სინამდვილეა. მხოლოდ ცალკეული დრამატურგიული გადასვლები გადავწყვიტეთ მხატვრულად. 




​ჯერ მხატვრული ფილმი არ მინახავს, თუმცა ნანახი მაქვს დოკუმენტური ფილმი "შინდისი", რომლის  გმირები არიან ჯარისკაცებიც და ადგილობრივებიც - მხატვრულ ფილმში  ვინ არის მთავარი გმირი? თუ თავად გმირობაა მთავარი ამბავი?


დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მცხოვრებთ, ვინც მაშინ დაჭრილი ჯარისკაცები გადაარჩინეს. მთავარი გმირები აქაც სოფლის მოსახლეები არიან. კერძოდ, ერთი ადამიანი და მისი მეუღლე. მეორე მთავარი პერსონაჟი კი მთელი სოფლის ერთგვარი კრებითი სახეა. ცხადია, ჯარისკაცები არიან გმირები, მაგრამ ფილმის მთავარ პერსონაჟებად ჩვენ ამ სოფლის მაცხოვრებლები ავირჩიეთ.


ფილმის ძირითად სცენებს სად იღებდით?


გორთან ახლოს. ძველი სამხედრო რკინიგზის სადგურის მიდამოებში.


როგორ ფიქრობთ,  „ოსკარზე“ ამ ფილმის წარდგენა რატომ არის მნიშვნელოვანი და გამარჯვების რა შანსი აქვს  მას?


ჩვენთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი ნახონ მათ, ვინც არ იცის რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ასევე, შევახსენოთ ყველას, რომ ეს ომი იყო. შევახსენოთ ყველას, რა მოხდა მაშინ და რა დღეში ვართ დღემდე. და რაც შეეხება შანსებს, ძალიან რომ შევეცადო ობიექტური ვიყო, ვიტყვი, რომ ქართულ კინოში, ამ ჟანრში ასეთი ფილმი მგონი, არ გადაღებულა - მიუხედავად იმისა, რომ სულ ომზე ვწერ, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო მუშაობის პროცესში ახალი. და თუ „ოსკარსაც“ მიიღებს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России