აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის წინააღმდეგ
დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება იმ კერძო პირებს და კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის გასაყვანად ბალტიის ზღვის ფსკერზე მუშაობაში ღებულობენ მონაწილეობას.
ახლა დოკუმენტი უნდა განიხილონ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ, დონლად ტრამპს გაეგზავნება.
გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უნდა ამოქმედდეს 2020 წლისთვის. ახალი პროექტის საშუალებით რუსეთი ცდილობს შეამციროს თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გავლით ტრანზიტისაგან.