რუსეთის სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქებას მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 5 აგვისტოს, შორიდან სამართავი 14 რობოტი გააგზავნა ადგილზე ცეცხლთან საბრძოლველად კრასნოიარსკის არსენალში.
აჩინსკის ოლქის ოფიციალურ პირთა თანახმად, 11 ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული მახლობელი დასახლებებიდან საარტილერიო ტყვია-წამლის საწყობში აფეთქებების შედეგად. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოებზე და ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს დიდი აფეთქებები და შემდგომ შავი კვამლი. რუსეთის სააგენტო ტასს მოჰყავს წყაროს სიტყვები, რომ სულ მცირე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთი, ალუმინის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ, იტყობინება, რომ შეაჩერა ალუმინის წარმოება აჩინსკის რაიონში და თანამშრომელთა არსებითი ნაწილი გაიყვანა უსაფრთხო ადგილას. ალუმინის საწარმო 30 კილომეტრშია სამხედრო ბაზიდან, სადაც აფეთქებები მოხდა.