ირანის ტანკერს გიბრალტარის დატოვების ნებართვა მისცეს
გიბრალტარის მედიის თანახმად, მთავრობამ გადაწყვიტა ტანკერის გაშვება მას მერე, რაც მიიღო დასტური თეირანიდან, რომ გემზე არსებულ ნავთობს სირიაში არ ჩატანდა. ამის საფუძველზე გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა, ფაბიან პიკარდომ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა გემის დაპატიმრების ორდერი და ნებართვა მისცა მას დაეტოვებინა გიბრალტარი. ამის თაობაზე ცნობა გაზეთმა „ქრონიკლმა“ გაავრცელა.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შემოიტანა მოთხოვნა, რომ სურს კონფისკაცია „გრეის 1-ისა“ რამდენიმე ბრალდების გამო, რომლებსაც ახლა განიხილავენ“, გამოაცხადა გიბრალტარის მთავრობამ 15 აგვისტოს.
აშშ-ის განაცხადი შევიდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე გიბრალტარის მთავრობა უკვე უშვებდა ტანკერს, რომელიც ივლისის დასაწყისში დააკავეს, იტყობინებოდა გაზეთი „ქრონიკლი“ და მოჰყავდა სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ანტონი დადლის სიტყვები: აშშ-ის ქმედება რომ არა, გემი ახლა უკვე წასული იქნებოდაო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ "გამოძიება "გრეის 1-ის" გარშემო გიბრალტარის მთავრობის საქმეა".
ირანის ტანკერი 4 ივლისს დააკავეს გიბრალტარში ბრიტანეთის არმიის დახმარებით. „გრეის“-ს გადაჰქონდა ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ხელისუფლებამ ეს აქტი სირიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევად ჩათვალა. ირანი აცხადებდა, რომ ტანკერი საერთაშორისო წყლებში იყო და არ მიჰქონდა ნავთობი სირიაში. ინციდენტის ფონია თეირანსა და ლონდონს შორის დაძაბულობა.