EUMM ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესის გამო
მისი სიტყვებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო. ახალი ბარიერების აღმართვა ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ხელს უშლის მოსახლეობას ისარგებლოს ბაღებითა და წყლის რესურსებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან“, - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში.