ნინო ხარატიშვილი შილერის პრიზის ლაურეატი გახდა
„მიგრაცია და ფსიქოლოგიური ზიანი“- ასე შეაფასა ჟიურიმ თემა, რომელსაც ხარატიშვილი ეხება.
ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრებში.
ხარატიშვილი გერმანულენოვანი მწერალია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ქართულ ენაზე. ნინი ხარატიშვილს ეკუთვნის რომანები: „ჟუჟა“, „ ჩემი საყვარელი ორეული“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“. ბოლო რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის) საქართველოში ბოლო ორ საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში 6 თაობის ოსტორიაა მოთხრობილი.