თავდასხმაში სავარაუდოდ დაიღუპა თალიბანის ლიდერის ძმა
აფეთქება მოხდა მღელვარე ბალუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ ქვეტადან 25 კილომეტრით დაშორებულ მეჩეთში.
თალიბანის ლიდერი ჰაიბატულა ახუნზადა აფეთქების დროს მეჩეთში არ ყოფილა. მაგრამ თალიბანის ორ წყაროზე დაყრდნობით „როიტერსი“ და „ავღანეთის ისლამური პრესა“ ადასტურებენ ჰაფიზ აჰმადულას, თალიბანის ლიდერის უმცროსი ძმის, დაღუპვას.
პაკისტანის პოლიციას არ მოუხდენია არც ერთი დაღუპულის იდენტიფიცირება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.